ლონდონელებმა მერად „ლეიბორისტი“ სადიქ ხანი აირჩიეს

დიდ ბრიტანეთში, ლონდონის მერად „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი სადიქ ხანი აირჩიეს. „ბი-ბი-სის“ ცნობით, მან ამომრჩეველთა ხმების 56,8% მიიღო. ხანი პირველი მუსულმანი გახდა ევროკავშირის წევრი ქვეყნის დედაქალაქის მერის პოსტზე. მისმა კონკურენტმა, „კონსერვატიული პარტიის“ წევრმა ზაკ გოლდსმიტმა ხმების 43,2% მიიღო.
ხანი ლონდონის მერის თანამდებობაზე ბორის ჯონსონს შეცვლის, რომელიც ამ პოსტს 2008 წლიდან იკავებდა.
ჯონსონი ლონდონელებში ძალზე პოპულარულია, მაგრამ, მან გადაწყვიტა, მერის პოსტზე კენჭი აღარ იყაროს. საარჩევნო კამპანიის დროს „ლეიბორისტთა“ და „კონსერვატორთა“ კანდიდატები ერთმანეთს საკმაოდ სერიოზულ ბრალდებებს უყენებდნენ. ასე, მაგალითად, გოლდსმიტმა ხანს „სახიფათო ადამიანი“ უწოდა და ის ისლამისტი ექსტრემისტების მხარდაჭერაში დაადანაშაულა. თავის მხრივ, ხანი გოლდსმიტს ამომრჩევლის დაშინებაში ადანაშაულებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები