იემენში ტერორისტული აქტი მოხდა

იემენის ქალაქ მარიბში ტერორისტული აქტის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა და 15 დაიჭრა. არაბული მედიის ცნობით, თვითმკვლელმა ტერორისტმა ქალაქის ბაზარში აიფეთქა თავი. თავდასხმაზე არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას პასუხისმგებლობა არ აუღია. იემენში ტერაქტებს, როგორც წესი, „ისლამური სახელმწიფო“ და „ალ-ქაიდა“ აწყობენ. იემენში ამჟამად სამშვიდობო მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მოლაპარაკება 1-ელ მაისს მას შემდეგ შეწყდა, რაც ამობოხებულმა ხუსიტებმა „უმალიკას“ ბაზაზე თავდასხმა მოაწყვეს, მათ დიდი რაოდენობით იარაღი და ტყვიაწამალი გაიტაცეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები