იტალია -ავსტრიის საზღვარზე საპროტესტო აქცია გაიმართა
იტალია-ავსტრიის საზღვარზე, ბრენანის უღელტეხილზე, საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეები საზღვარზე ღობის მშენებლობას აპროტესტებენ. ავსტრიის ხელისუფლება ღობის აშენებას მიგრანტთა ნაკადის შესამცირებლად გეგმავს.
იტალიური გამოცემა Corriere della Sera-ს ინფორმაციით, პროტესტი იტალიის სასაზღვრო ავტონომიური ოლქის ტრენტინო -ალტო-ადიჯეს ანარქისტებმა მოაწყვეს. იტალიაც და ავსტრიაც შენგენის ზონაში შედიან, რომელიც საზღვარზე თავისუფალ გადაადგილებას ითვალისწინებს. ამასთანავე, ორივე ქვეყანა მიგრანტთა გზაზე აღმოჩნდა, რომლებიც მათი გავლით ჩრდილოეთ ევროპაში მოხვედრას ცდილობენ. იტალია და გერმანია ღობის მშენებლობის გადაწყვეტილებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან.