კენია მსოფლიოში ლტოლვილების ყველაზე დიდი ბანაკის დახურვას აპირებს

კენია ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული ლტოლვილების ბანაკების დახურვას აპირებს. ქვეყნის ხელისუფლების განცხადებით, ლტოლვილთა ბანაკები ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას და კრიმინოგენულ სიტუციას ართულებს, ასევე ეკოლოგიურ პრობლემებს ქმნის. ეს გადაწყვეტილება მსოფლიოში ყველაზე დიდ ლტოლვილთა ბანაკს, დადააბსაც ეხება, რომელიც სომალის საზღვარზე მდებარეობს. იქ 300 ათასი ლტოლვილი ცხოვრობს. მთლიანობაში ლტოლვილების ბანაკების დახურვის შემდეგ საცხოვრებლის გარეშე 600 ათასი ადამიანი დარჩება. გარდა ამისა, კენიის ხელისუფლებამ ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტი გააუქმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები