მოლდავეთში 9 მაისს ამერიკული სამხედრო ტექნიკის გამოფენა გაიმართება

მოლდავეთში 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, ამერიკული სამხედრო ტექნიკის გამოფენა გაიმართება. ასეთი შოუს ორგანიზების ინიციატორად მოლდავეთის პრეზიდენტი და თავდაცვის მინისტრი გამოდიან. „ამერიკელი სამხედროების ყოფნა კიშინიოვში – მოკავშირეობის ტრადიციის გაგრძელებაა. ისინი კოალიციის წევრები იყვნენ და ჩვენ ერთად ვიხსენებთ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულებს“, – განაცხადა მოლდავეთის პრეზიდენტმა ნიკოლაე ტიმოფტიმ.
ტიმოფტი ასევე გამოეხმაურა მოლდაველი კომუნისტების განცხადებებს, რომლებიც მოლდავეთის და ნატოს და მოლდავეთის და აშშ-ის თანამშრომლობას ეწინააღმდეგებიან. ქვეყნის პრეზიდენტმა ამას „ცივი ომის პერიოდის რიტორიკა“ უწოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები