აშშ-ის „რესპუბლიკური პარტიის“ რამდენიმე ცნობილი წევრი დონალდ ტრამპს მხარს არ უჭერს

 აშშ-ის „რესპუბლიკური პარტიის“ რამდენიმე ცნობილი წევრი „რესპუბლიკელების“ მთავარ კანდიდატს, მილიარდერ დონალდ ტრამპს მხარს არ დაუჭერს. ფლორიდის ყოფილმა გუბერნატორმა ჯებ ბუშმა განაცხადა, რომ ის ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში ხმას არ მისცემს. მანამდე კი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა პოლ რაიანმა განაცხადა, რომ ის მზად არ არის, ტრამპს მხარი დაუჭიროს, თუმცა მზად არის, მასთან შეხვედრა გამართოს. ჯებ ბუშს ეთანხმებიან მისი მამა და ძმა – აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტები: ჯორჯ ბუში-უფროსი და ჯორჯ ბუში-უმცროსი. მათაც ტრამპის მხარდაჭერაზე უარი განაცხადეს. ზოგიერთმა „რესპუბლიკელმა“ ისიც კი განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატს ჰილარი კლინტონს უჭერს მხარს. ჯებ ბუში ამ ვარიანტს გამორიცხავს. დონალდ ტრამპის მხადაჭერაზე აშშ-ის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა და მასაჩუსეტსის შტატის ყოფილმა გუბერნატორმა მიტ რომნიმაც უარი განაცხადა. იგივე პოზიციაზეა ნებრასკის შტატის სენატორი ბენ სასე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები