ჩინეთის სანაპიროსთან ჩაძირული ნავის 17 მგზავრს ეძებენ

ჩინელი სამხედროები და მაშველები ჩჟეძიანის პროვინციის სანაპიროსთან 17 მგზავრს ეძებენ. ნავი, რომელზეც ეს მგზავრები იმყოფებოდნენ, აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში გემთან შეჯახების შედეგად ჩაიძირა. მაშველებმა ნავში მყოფი მხოლოდ ორი ადამიანის გადარჩენა მოახერხეს. ჩინური მედიის ცნობით, გემი, რომელსაც ნავი დაეჯახა, ჩინური არ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები