სომხეთი აზერბაიჯანს საზღვრის დაბომბვაში ადანაშაულებს

სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ აზერბაიჯანის მხრიდან საზღვრის დაბომბვის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. „7 მაისს, ღამით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სომხეთის ბლოკ-საგუშაგოების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს სნაიპერული და სხვადასხვა კალიბრის შეიარაღებიდან“, – ნათქვამია სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. ამ ინფორმაციის მიხედვით, აზერბაიჯანულმა მხარემ 82- მილიმეტრიანი ნაღმმტყორცნებიდან ცეცხლი გახსნა. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები