კანადის ქალაქი მაკ-მარეი ხანძრის გამო გარე სამყაროს მოწყდა

კანადის ქალაქი მაკ-მარეი, რომლის სიახლოვეს უკვე რამდენიმე დღეა ხანძარი მძვინვარებს, გარე სამყაროს არის მოწყვეტილი. 60 მეტრის სიმაღლის ცეცხლი ერთადერთ გზას მიუახლოვდა, რომელიც მაკ-მარეის გარე სამყაროს აკავშირებდა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ამის გამო ქალაქიდან მოსახლეობის ევაკუაცია საჰაერო გზით მიმდინარეობს. ქალაქის მოსახლეობის ძირითადი ნაწილი – 88 ათასი ადამიანი სამშაბათს და ოთხშაბათს იყო ევაკუირებული. ამჟამად ქალაქში 4 ათასი ადამიანი რჩება, რომელთა ევაკუაციის დასრულება შაბათს, დღის ბოლომდე, იგეგმება. მაკ-მარეი ნავთოვის საბადოების სიახლოვეს მდებარეობს. ალბერტის შტატი, სადაც ეს ქალაქია განლაგებული, ნავთობის მარაგით, საუდის არაბეთისა და ვენესუელის შემდეგ, მსოფლიოში მესამე ადგილზეა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები