მოსკოვში, „წითელ მოედანზე“, აღლუმის რეპეტიცია გაიმართა

მოსკოვში, „წითელ მოედანზე“, 9 მაისთან დაკავშირებით აღლუმის გენერალური რეპეტიცია გაიმართა. ამის შესახებ სააგენტო „ტასი“ იუწყება. აღლუმის რეპეტიციას რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ დაესწრო. აღლუმს სახმელეთო ძალების სარდალი ოლეგ სალიუკოვი ხელმძღვანელობს. აღლუმში 130 ერთეული ტექნიკა და საბრძოლო მანქანა და 100-ზე მეტი საფრენი აპარატი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის – თანამედროვე საბრძოლო საშუალებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები