აღმოსავლეთ უკრაინაში ორი უკრაინელი სამხედრო ნაღმზე აფეთქდა

 

უკრიანის აღმოსავლეთ ნაწილში ორი უკრაინელი სამხედრო ნაღმზე აფეთქდა. ამის შესახებ კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის სპიკერმა ანტიტერორისტული ოპერაციის საკითხებში პოლკოვნიკმა ალექსანდრე მოტუზიანიკმა განაცხადა.

მისი თქმით, ინციდენტი დონეცკის ოლქის მარინსკის რაიონში მოხდა. მოტუზიანიკის განცხადებით, დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს და ექიმები მათ გადარჩენას ცდილობენ. მისივე განმარტებით, დაძაბული იყო მდგომარეობა სოფელ ავდეევკასთან და სვეტლოდარსკთან. აქ მოწინააღმდეგემ ყუმბარმტყორცნები და ნაღმმტყორცნები გამოიყენა. მოტუზიანიკის განცხადებით, მარიუპოლთან პრორუსმა სეპარატისტებმა ცეცხლი გახსნეს 80 მილიმეტრიანი ნაღმმტყორცნებიდან. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მხოლოდ ლუგანსკის ოლქში არ დარღვეულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები