გაერო – „ისლამური სახელმწიფოსგან“ გათავისუფლებულ ქალაქებში სამარხებს პოულობენ

ერაყის სხვადასხვა ქალაქში, რომლებიც „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებისგან“ გაათავისუფლეს, ათობით სამარხია აღმოჩენილი. ამის შესახებ ერაყში გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა იან კუბიშმა ნიუ-იორკში, უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე საზარელი დანაშაული ჩაიდინეს. მისი თქმით, სამარხები მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც ერაყის ჯარმა ტერორისტებზე შეტევა დაიწყო. ასე, მაგალითად, აპრილის შუა რიცხვებში, ქალაქ რამადის ერთ-ერთ საფეხბურთო მოედანზე სამარხი აღმოაჩინეს, სადაც 40-მდე ადამიანი იყო დასაფლავებული. კუბიშმა ასევე განაცხადა, რომ ერაყში მოსალოდნელია მდგომარეობის გართულება. ათ მილიონამდე ადამიანს დახმარება სჭირდება. საბრძოლო მოქმედებების შედეგად კიდევ 2 მილიონამდე ადამიანი შეიძლება ლტოლვილად იქცეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები