ჩრდილოეთ კორეა ბირთვული იარაღის გამოსაცდელად ემზადება

 

ჩრდილოეთ კორეა ბირთვული იარაღის მეხუთედ გამოსაცდელად ემზადება, – ამის შესახებ ჯორჯ ჰოპკინსის უნივერსიტეტთან არსებული აშშ-ის ანალიტიკური ცენტრი იუწყება.

ექსპერტებმა ეს დასკვნა პანგირის ბირთვული პოლიგონის თანამგზავრების მიერ გადაღებული ფოტოების მიხედვით გააკეთეს. ბოლო ბირთვული წვრთნები ჩრდილოეთ კორეამ 6 იანვარს გამართა. მაშინ ქვეყნის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ წყალბადის ბომბი ააფეთქეს. თუმცა ექსპერტებმა ამ განცხადებაში ეჭვი შეიტანეს, ვინაიდან წყალბადის ბომბი მაღალ ტექნოლოგიებს საჭიროებს, რაც ამ ქვეყანას არ გააჩნია. მიუხედავად ამისა, ფხენიანის განცხადების შემდეგ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ გაერომ სანქციები გაამკაცრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები