იაპონიაში მიწისძვრა მოხდა

5,2 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა იაპონიაში, კუნძულ კიუსიუზე, კაგოსიმას პრეფექტურის სანაპიროსთან. ნგრევის და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ მაკურაძაკიდან 94 კილომეტრში მდებარეობდა. კაგოსიმას პრეფექტურაში რამდენიმე კუნძული მდებარეობს. ერთ-ერთ მათგანზე იაპონიაში უდიდესი, ტანეგასიმას კოსმოდრომი და კოსმოსური ფრენის მართვის ცენტრი მდებარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები