ავღანეთში თალიბების ტყვეობიდან 60 ადამიანი გაათავისუფლეს

ავღანელმა სპეცრაზმელებმა ვერტმფრენების დახმარებით ჰელმანდის პროვინციაში 60 ადამიანი ტყვეობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ რადიო „თავისუფლება“ იუწყება.  სპეცოპერაცია ღამით ჩატარდა, ავღანელ სამხედროებს ნატოს ძალებიც ეხმარებოდნენ.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, სპეცოპერაციის დროს სპეცრაზმელებმა ორი თალიბი მოკლეს, ხოლო  რამდენიმე დაჭრეს და დააკავეს. ავღანური ჯარის მხრიდან დანაკარგი არ ყოფილა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები