კიოლნში სექსუალურ ძალადობაში ეჭვმიტანილი გაათავისუფლეს

გერმანიის ქალაქ კიოლნის სასამართლომ გაამართლა ახალი წლის ღამეს სექსუალურ ძალადობაში ეჭვმიტანილი ალჟირელი. ეს გადაწყვეტილება სასამართლომ იმის გამო მიიღო, რომ დაზარალებულმა და მოწმეებმა ეს პირი ვერ ამოიცნეს. ამასთანავე, სასამართლომ ამ ეჭვმიტანილის ძმა მობილური აპარატის მოპარვაში დამნაშავედ ცნო და მას 6 -თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. მთლიანად კიოლნის პოლიციას ახალი წლის ღამეს ძალადობის ფაქტებზე ათასზე მეტმა ადამიანმა მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები