„ჰამასს“ ომი არ სურს, მაგრამ ისრაელს პალესტინის ტერიტორიაზე არ დაუშვებს

მოძრაობა „ჰამასს“ ომი არ სურს, მაგრამ პალესტინის ტერიტორიაზე ისრაელის შეჭრას ის არ დაუშვებს. ამის შესახებ მოძრაობის ლიდერმა ისმაილ ხანიამ განაცხადა.
„ჩვენ ღაზას სექტორში ე.წ. ბუფერული ზონის შექმნას არ დავუშვებთ“, – განაცხადა მან.
მან აღნიშნა, რომ ამჟამად ღაზას სექტორში მდგომარეობის ნორმალიზების პროცესში აქტიურად არიან ჩართულები შუამავლები გაეროდან, ეგვიპტიდან, თურქეთიდან და ყატარიდან. ხანიამ ეს განცხადება ისრაელი-პალესტინის კონფლიქტის ესკალაციის პარალელურად გააკეთა. ექსპერტთა შეფასებით, ეს კონფლიქტის ყველაზე სერიოზული ესკალაციაა 2014 წლიდან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები