ერდოღანი – ევროკავშირს თავისი გზა აქვს, თურქეთს – თავისი

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკმაყოფილოა ევროკავშირის მოთხოვნით ტერორიზმთან ბრძოლის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ერდოღანის თქმით, ეს პირობა ევროკავშირმა თურქეთთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედების ერთ-ერთ წინაპირობად დაასახელა. „ევროკაშირი თურქეთს ტერორიზმის შესახებ კანონის შეცვლას იმ დროს სთხოვს, როდესაც ჩვენ ყველა მხრიდან ტერორისტული დაჯგუფებების თავდასხმის ობიექტი ვართ. ამიტომ სჯობს, რომ ჩვენ ჩვენი გზით წავიდეთ, ევროკავშირი კი – თავისი გზით. შეთანხმდით იმათთან, ვისთანაც შეგიძლიათ“ ,- განაცხადა ერდოღანმა სტამბოლში სიტყვით გამოსვლისას.
ერდოღანი უკმაყოფილოა, რომ ევროკავშირმა „ქურთთა მუშათა პარტიას“ ბრიუსელში, ევროპარლამენტის შენობასთან „კარვების ქალაქის“ გაშლის უფლება მისცა. ეს ორგანიზაცია თურქეთში ტერორისტულად ითვლება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები