რუმინეთი მოლდავეთს 150 მილიონ ევროს გამოუყოფს

რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა ხელი მოაწერა კანონს მოლდავეთისთვის 150 მილიონი ევროს გამოყოფის შესახებ. ამის თაობაზე „ბი-ბი-სი“ იუწყება. ეს თანხები საბიუჯეტო სფეროს თანამშრომელთა ხელფასებს და პენსიებს მოხმარდება.
მოლდავეთისთვის კრედიტის გამოყოფის გადაწყვეტილება ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში მიიღეს, მოგვიანებით ბუქარესტმა კრედიტის გამოყოფა შეაჩერა, ვიდრე კიშინიოვი რეფორმებს არ გაატარებს, რომლებიც მოლდავეთს ევროკავშირის ეკონომიკურ და სოციალურ სტანდარტებთან მიაახლოებს.
მოლდავეთში უკვე, რამდენიმე თვეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მიტინგები მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ სამი ბანკის ანგარიშიდან ერთი მილიარდი ევროს ეკვივალენტი თანხები დაიკარგა. ამ ბანკებში პენსიონერების კუთვნილი თანხები ინახებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები