რუსეთი ჩრდილოეთ კორეას სანქციებს უწესებს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტი მოამზადა ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ. პროექტის მიხედვით, რუსეთი ჩრდილოეთ კორეასთან ყოველგვარი ფინანსური ურთიერთობების შეჩერებას გეგმავს. კერძოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩრდილოეთ კორეის ყველა ბანკის და წარმომადგენლობის დახურვას აპირებს, თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვები, რომ შესაბამისი ფინანსური მომსახურება ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პროგრამას და ბალისტიკური რაკეტების შექმნას ხელს შეუწყობს. გარდა ამისა, რუსეთის ტერიტორიიდან ჩრდილოკორეელ პოლიტიკოსებს გააძევებენ, რომლებიც გაეროს სანქციების სიაში მოხვდნენ. გაეროს უშიშროების საბჭომ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციები მიმდინარე წლის 2 მარტს მიიღო.