კრასნოიარსკში ტერაქტი აღკვეთეს

რუსეთის ქალაქ კრასნოიარსკში უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა ტერაქტი აღკვეთეს. ამ ინფორმაციის მიხედვით, ტერორისტულ შეტევებს ცენტრალური აზიიდან ჩასული ის პირები გეგმავდნენ, რომლებიც საერთაშორისო ტერორისტულ დაჯგუფებებს უკავშირდებიან.
„რია ნოვოსტის“ ცნობით, ტერორისტები თავდასხმებს 9 მაისის დღესასწაულზე გეგმავდნენ.
შეგახსენებთ, რომ 2 დღის წინ რუსეთის უშიშროების სამსახურმა ტერორისტთა ჯგუფი მოსკოვში დააკავა, რომლებიც ასევე თავდასხმებს მაისის დღესასწაულებზე გეგმავდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები