ათენში ორი დღე მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმუშავებს
საბერძნეთის დედაქალაქ ათენში ორი დღის განმავლობაში მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმუშავებს. პროფკავშირები ქალაქში საერთო გაფიცვას ატარებენ. გაფიცვის ჩატარება პენსიების შემცირების და გადასახადების გაზრდის შესახებ მთავრობის გადაწყვეტილებას მოჰყვა.
დღეს ქალაქში მეტროპოლიტენი და ტრამვაი არ იმუშავებს. ავტობუსები და ტროლეიბუსები კი სამდღიან გაფიცვას ხვალიდან დაიწყებენ. საბერძნეთის კიდევ ერთ ქალაქში, სალონიკში ორშაბათამდე ასევე ტრანსპორტის მუშაკთა გაფიცვა გაიმართება.