შოტლანდიაში „ნაციონალისტები“ ლიდერობენ
შოტლანდიის „ნაციონალისტური პარტია“ საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს. წინასწარი ინფორმაციით, მათ ამომრჩეველთა 46,5% მიიღეს. არჩევნებში მნიშვნელოვან წარმატებას „კონსერვატიულმა პარტიამაც“ მიაღწია. მან ამომრჩეველთა ხმების 21,7% მიიღო.„ლეიბორისტებმა“ კი 22,7 პროცენტი მოიპოვეს. ეს „კონსერვატორების“ დიდი წარმატებაა, ვინაიდან ისინი შოტლანდიის პრალემენტში წინა არჩევნებთან შედარებით 8 მანდატით მეტს მიიღებენ, ხოლო „ლეიბორისტები“ – 13-ით ნაკლებს.