ისრაელის საჰაერო ძალებმა ღაზას სექტორი დაბომბეს

ისრაელმა ღაზას სექტორში რამდენიმე ადგილი დაბომბა. იერიში ისრაელმა მას შემდეგ განახორციელა, რაც ისრაელელ სამხედროებს ამ რაიონში ნაღმმტყორცნებიდან ცეცხლი გაუხსნეს. ამის შესახებ The Jerusalem Post უწყება. გაზეთის ინფორმაციით, ებრაელ სამხედროებს ცეცხლი იმ მომენტში გაუხსნეს, როდესაც ისინი ღაზას სექტორთან საზღვარზე პატრულირებდნენ. შეტევის შედეგად არავინ დაშავებულა. ისრაელმა ღაზას სექტორში გუშინაც განახორციელა ავიაიერიშები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები