კომპანია SpaceX-მა რაკეტის პირველი საფეხური პლატფორმაზე ისევ წარმატებით დასვა (ვიდეო)

კოსმოსურმა კომპანია SpaceX-მა მეორედ მოახერხა რაკეტა Falcon 9-ის მეორე საფეხურის დასმა ატლანტის ოკეანეში მდებარე სპეციალურ პლატფორმაზე. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. რაკეტის პირველი საფეხური საოკეანო პლატფორმაზე დაეშვა, რომლის სახელწოდებაა: Of Course I Still Love You. როგორც პროექტის წარმომადგენლებმა ტვიტერში დაწერეს, რაკეტამ დედამიწის ორბიტაზე იაპონური კავშირგაბმულობის თანამგზავრი გაიყვანა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები