ერაყში ბრძოლის კადრები, სადაც ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა (ვიდეო)

ინტერნეტში გავრცელდა კადრები, რომელზეც გადაღებულია ბრძოლა, რომლის დროს ერაყში ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. დაღუპული სპეცრაზმელის სახელია ჩარლზ კიტინგი და ის ერაყში ამერიკელ სამხედრო მრჩევლებს იცავდა.
ბრძოლა, რომლის კადრებიც გავრცელდა, ერაყის დასახლებულ პუნქტ ტალ-უსკუფშია გადაღებული. ამერიკული სამხედრო სარდლობის ინფორმაციით, დაჭრილი სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. სპეცრაზმელი, სავარაუდოდ, „ისლამური სახელმწიფოს“ სნაიპერმა მოკლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები