მოსკოვში ჟურნალისტ ალექსანდრე რუბცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს

მოსკოვში ჟურნალისტ ალექსანდრე რუბცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს. ამის შესახებ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, დაკავებული 1986 წელს არის დაბადებული. მას უკვე წარუდგინეს ბრალი „მკვლელობის“ მუხლით. გამოძიებამ დაადგინა, რომ მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე დაღუპულმა ეჭვმიტანილს სახლის გასაღები გადასცა. უნდა ჩატარდეს სასამართლო-სამედიცინო, მოლეკულურ -გენეტიკური და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზები. შეგახსენებთ, რომ „ახალი ამბების ნაციონალური სამსახურის“ ჟურნალისტი ალექსანდრე რუბცოვი მოსკოვში, საკუთარ ბინაში მოკლული 3 მაისს იპოვეს. მას სხეულზე მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები