იდლიბის პროვინციაში ლტოლვილების ბანაკზე ავიადარტყმას 28 ადამიანი ემსხვერპლა
სირიაში, იდლიბის პროვინციაში ლტოლვილების ბანაკზე ავიადარტყმას 28 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, დაღუპულთა შორის ქალები და ბავშვები არიან. 50 ადამიანი დაშავდა.
როგორც „ბი-ბი-სის“ გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ სტივენ ობრაიენმა განუცხადა, ეს ავიადარტყმა შეიძლება შეფასდეს, როგორც სამხედრო დანაშაული. ამ დროისთვის არ არსებობს ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ თუ ვინ განახორციელა ავიადარტყმა. ობრაიენის განცხადებით, პირველ რიგში, ამ დანაშაულში ეჭვმიტანილი სირიის მთავრობაა. თუმცა გაეროს მაღალჩინოსნის თქმით, ვინც არ უნდა იყოს ამ დანაშაულის ჩამდენი, მან მკაცრად უნდა აგოს პასუხი.