დიდ ბრიტანეთში ადგილობრივი არჩევნების ხმების დათვლა დაიწყო

დიდ ბრიტანეთში დასრულდა ადგილობრივი და რეგიონული ორგანოების არჩევა. საარჩევნო ყუთები კომისიებში გადაიგზავნა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ეს ბოლო არჩევნებია დიდ ბრიტანეთში 2020 წლამდე, როდესაც ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. ეს არჩევნები ერთგვარი გამოცდაა „ლეიბორისტთა“ ახალი ლიდერისთვის, ჯერემი კორბინისთვის, რომელიც „ლეიბორისტებს“ 2015 წლის მაისში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ ჩაუდგა სათავეში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები