იტალიის საზღვარზე ღობის მშენებლობის შესახებ ავსტრიის გადაწყვეტილებას რომი და ბერლინი ეწინააღმდეგებიან

იტალის და გერმანია კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ავსტრიის გეგმებს, იტალია-ავსტრიის საზღვარზე ღობის მშენებლობის შესახებ. ამის თაობაზე იტალიის პრემიერ-მინისტრმა მატეო რენციმ განაცხადა. გერმანიის კანცლერთან, ანგელა მერკელთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე რენციმ განაცხადა, რომ ვენის ეს გადაწყვეტილება „შოკისმომგვრელია“.
რამდენიმე დღის წინ ავსტრიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ბრენერის უღელტეხილზე, სადაც იტალიის საზღვარია, ღობეს ააგებს. ამ გადაწყვეტილებას ვენა მიგრანტების ნაკადის შემცირების მცდელობით ხსნის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები