საფრანგეთში „შარლი ებდოს“ კარიკატურისტი გარდაიცვალა

საფრანგეთში სატირული ჟურნალის – „შარლი ებდოს“ ყოფილი კარიკატურისტი, მორის სინე გარდაიცვალა. იგი 87 წლის იყო. სინე საავადმყოფოში გარდაიცვალა, სადაც მეხუთე ოპერაცია გადაიტანა. კარიკატურისტმა კარიერა 1952 წელს დაიწყო. ბოლო წლებში ის „შარლი ებდოსთან“ არ თანამშრომლობდა. „შარლი ებდო“ სატირული ყოველკვირეული გამოცემაა. ბოლო დროს ჟურნალში გამოქვეყნებულ ზოგიერთ პუბლიკაციას, განსაკუთრებით მიგრანტების თემაზე და პარიზის ტერაქტზე, საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები