სომხეთის პარლამენტმა მთიანი ყარაბაღის აღიარების საკითხი დღის წესრიგში არ შეიტანა
მთიანი ყარაბაღის აღიარების კანონპროექტი, რომელსაც სომხეთის მთავრობამ მხარი დაუჭირა, სომხეთის პარლამენტმა რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგში არ შეიტანა. სხდომა 10 მაისს გაიმართება. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, რიგგარეშე სხდომაზე 15 საკითხის და ოთხი საერთაშორისო შეთანხმების განხილვაა დაგეგმილი. ამასთანავე, მთიანი ყარაბაღის აღიარების საკითხი დღის წესრიგში შეტანილი არ არის. მთიანი ყარაბაღის აღიარების საკითხის განხილვის ინციიატივით ოპოზიციური პარტიები გამოვიდნენ, ამასთანავე, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მაოდგილემ შავარშ ქოჩარიანმა განაცხადა, რომ ერევანი მთიან ყარაბაღს იმ შემთხვევაში აღიარებს, თუ „აზერბაიჯანი ახალ სამხედრო აგრესიას დაიწყებს“.