ბრაზილიის პარლამენტის სპიკერს მანდატი შეუჩერდა

 ბრაზილიის უზენაესმა სასამართლომ ქვეყნის პარლამენტის სპიკერს, ედუარდო კუნიას უფლებამოსილება შეუჩერა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ეს გადაწყვეტილება სასამართლომ ქვეყნის გენერალური პროკურატურის განაცხადის საფუძველზე მიიღო, რომელიც კუნიას მის წინააღმდეგ მიმდინარე ფედერალური გამოძიებისთვის ხელის შეშლაში ადანაშაულებს. პარლამენტის სპიკერი ბრაზილიის ნავთობის კომპანიის Petrobras-ის კონტრაქტების სანაცვლოდ 5 მილიონი დოლარის ოდენობის ქრთამის აღებაშია ეჭვმიტანილი. კუნია ამ ბრალდებებს უარყოფს. ბრაზილიის უზენაესმა სასამართლომ ამ საქმის განხილვა მიმდინარე წლის მარტში დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები