უკრაინაში ცენტრალური გათბობის გადასახადი მოიმატებს

 1-ლი ივლისიდან უკრაინაში ცენტრალური გათბობის გადასახადი 75-90%-ით გაიზრდება. შესაბამისი გადაწყვეტილება უკრაინის ენერგეტიკის და კომუნალური მომსახურების ნაციონალური კომისიის სხდომაზე მიიღეს. როგორც კომისიის სხდომაზე მისმა თავმჯდომარემ დიმიტრი ვოვკმა განაცხადა, გათბობის გაძვირება გაზის საფასურთან დაკავშირებით მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებამ, ასევე ელექტროენერგიაზე საბითუმო ფასების ცვლილებამ გამოიწვია. ვოვკმა აღნიშნა, რომ კომისია მომავალში გათბობის ტარიფის დასაწევად იმუშავებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები