განჯაში ბელორუსულ ტრაქტორებს ააწყობენ
განჯის საავტომობილო ქარხანამ და მინსკის სატრაქტორო ქარხანამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, 2016 წელს აზერბაიჯანში 2 ათასი ბელორუსული ტრაქტორის აწყობის შესახებ. ამის თაობაზე სააგენტო „ტრენდი“ იუწყება. აზერბაიჯანის ქალაქ განჯის საავტომობილო ქარხანა 2004 წელს გაიხსნა. ამჟამად იქ 700 ადამიანი მუშაობს. ქარხანაში „მაზის“ და „კამაზის“ ტიპის სატვირთო ავტომობილებს და ტრაქტორებს – „ბელარუსს“ აწყობენ.