თურქეთის პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა დატოვა
თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აჰმედ დავუთოღლუმ თანამდებობა დატოვა. იგი ასევე მმართველი პარტიის ლიდერის პოსტიდანაც გადადგა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. დავუთოღლუს განცხადებით, 22 მაისს პარტიის მომავალ ყრილობაზე ლიდერის თანამდებობაზე თავის კანდიდატურას აღარ დააყენებს.
ეს გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა პარტიის ლიდერებთან გამართული კონსულტაციის შემდეგ მიიღო. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დავუთოღლუსა და თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის რამდენიმე საკითხზე უთანხმოება გაჩნდა.