სირიაში დაპირისპირებულ მხარეებს გაერო „სიჩუმის რეჟიმის“ დაცვისკენ მოუწოდებს

სამშვიდობო შეთანხმების აღდგენისკენ და „სიჩუმის რეჟიმის“ დაცვისკენ მოუწოდებს გაერო სირიაში დაპირისპირებულ მხარეებს. ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ ჯეფრი ფელტმანმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომელიც სირიის ქალაქ ალეპოში არსებულ სიტუაციას ეხებოდა.
„აუცილებელია სირიის მთელ ტერიტორიაზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის აღდგენა“, – განაცხადა ფელტმანმა.
რუსეთის წარმომადგენელმა გაეროში ვიტალი ჩურკინმა სირიაში სამშვიდობო შეთანხმების დარღვევაში ტერორისტები დაადანაშაულა, რომლებმაც, მისი თქმით, ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყეს. თავის მხრივ, აშშ-ის წარმომადგენელმა სამანტა პაუერმა სიტუაციის გამწვავებაზე პასუხისმგებლობა ბაშარ ასადის რეჟიმს დააკისრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები