დიდი ბრიტანეთი ერაყში დამატებით ძალებს გააგზავნის

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება ერაყში „ისლამურ სახლმწიფოსთან“ საბრძოლველად დამატებით ძალებს გააგზავნის.
გამოცემა The Mirror-ის ინფორმაციით, ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა მაიკლ ფელონმა განაცხადა. გარდა ამისა, დიდი ბრიტანეთი ქურთ მოხალისეებსაც გაუგზავნის შეიარაღებას.
„ჩვენ უნდა განვამტკიცოთ ჩვენი ბოლო წარმატებები. ამიტომ აქტიურად ვმსჯელობთ იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს მომავალში“, – განაცხადა მინისტრმა.
გამოცემის ინფორმაციით, სირიასა და ერაყში კოალიციის ავიადარტყმების წყალობით „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკების“ რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში 600 „ბოევიკი“ მოკლეს. მთლიანად კი ამ ორ ქვეყანაში 25 ათასი რადიკალი ისლამისტი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები