სომხეთის პარლამენტი მთიანი ყარაბაღის აღიარების საკითხს 10 მაისს განიხილავს

სომხეთის მთავრობამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ. მთავრობა კანონპროექტს პარლამენტს გადაუგზავნის, სადაც მისი განხილვა 10 მაისს, რიგგარეშე სხდომაზე მოხდება. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
მთავრობის სხდომაზე შესაბამისი კანონპროექტი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ შავარშ ქოჩარიანმა წარადგინა. კანონპროექტი მოამზადეს ოპოზიციური ფრაქციების – „სომხეთის ეროვნული კონგრესის“ და „მემკვიდრეობის“ წევრებმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები