„ნაციონალური მოძრაობა“: ათეულში ვერ მოხვედრის გამო წასვლა უპასუხისმგებლო საქციელია
„ნაციონალური მოძრაობა“ გიორგი ვაშაძის პარტიიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილებას არასერიოზულ და უპასუხისმგებლო საქციელად აფასებს. როგორც პარტიის განცხადებაშია აღნიშნული, ვაშაძემ პარტიის რიგები იმის გამო დატოვა, რომ საპარლამენტო სიის ათეულში ვერ მოხვდა.
„პარტიის პოლიტსაბჭოზე ჩვენ დავამტკიცეთ საპარლამენტო სიის ფორმირების პრინციპები. მათგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია განახლების პრინციპი. ამის გამო ფრაქციის და პარტიის ლიდერთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა მზადყოფნა გამოთქვა, სიის სათავეში ადგილი საზოგადოებისთვის ცნობილ ფიგურებს დაუთმონ, რომელთა როლი გადამწყვეტი უნდა იყოს ივანიშვილის რეჟიმთან ბრძოლასა და გამარჯვების შემდგომ ქვეყნის რეფორმირებაში.
ამ ფონზე, გიორგი ვაშაძის, ან ნებისმიერის სურვილი – აუცილებლად წარმოდგენილი იყოს საპარლამენტო სიის ათეულში, გაზიარებული არ იქნა. ათეულში ვერ მოხვედრის გამო განაწყენება და წასვლა არასერიოზული და უპასუხისმგებლო საქციელია.
ივანიშვილის რეჟიმთან ბრძოლაში, ყველამ უნდა შეძლოს ამბიციების დაოკება. ვინც საკუთარი ამბიციებისა და ამით უმეტეს, ათეულში ყოფნის გამო ასეთ გადაწყვეტილებას იღებს, ის ცდილობს ივანიშვილის წისქვილზე დაასხას წყალი. მაგრამ ეს ივანიშვილის ვერ უშველის. ჩვენს მას ქართველ ხალხთან ერთად ოქტომბრის არჩევნებს დავამარცხებთ“, – აღნიშნულია განცხადებაში.