გია ვოლსკი: საარჩევნო საკითხებზე მმართველი გუნდის პოზიცია ნათელია და ის პრეზიდენტისთვის ცნობილია
საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის პოზიცია პრეზიდენტისთვის ცნობილია, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
დეპუტატის თქმით, თუკი მთავრობის პოზიციასთან დაკავშირებით ხელახალი მსჯელობა საჭირო იქნება, ისინი ამისთვის მზად არიან.
”საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის პოზიცია პრეზიდენტისთვის ცნობილია. შეიძლება უცნობი იყოს ინტერპარტიული ჯგუფის წევრების და არასაპარლამენტო პარტიების პოზიციები, რადგან, ვფიქრობ, შიგნითაც, რაღაც საკითხებზე განსხვავებული პოზიციები აქვთ. მივესალმები კონსულტაციებს, რომელიც პრეზიდენტს მუდმივად უნდა ჰქონდეს სხვადასხვა პარტიასთან, რათა, შეძლებისდაგვარად, მოაგვაროს ვითარება დაპირისპირებულ მხარეებს შორის, მედიატორის როლი იკისროს და შეასრულოს პრეზიდენტის ფუნქცია, რომელიც უნდა იყოს სტაბილურობის გარანტი”, – განაცხადა ვოლსკიმ.