ერაყში ავსტრალიის მოქალაქე დაიღუპა

ავსტრალიის მოქალაქე, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში „დავერბოვკების“ ერთ-ერთი მთავარი სპეციალისტი იყო, ერაყის ქალაქ მოსულთან მოკლეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, ნილ პრაკაში, რომელიც ასევე აბუ ხალედ ალ-კამბოდის სახელით არის ცნობილი, ამერიკული ავიაციის დაბომბვისას დაიღუპა. პრაკაში ავსტრალიასა და აშშ-ში ისლამისტების თავდასხმებთან იყო დაკავშირებული. მას ასევე პროპაგანდისტულ ვიდეოებსა და ჟურნალებში იღებდნენ. მელბურნში დაბადებული პრაკაში, ავსტრალიაში ქალებს, მამაკაცებსა და ბავშვებსაც კი აქტიურად „ავერბოვკებდა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები