დავით ჯალაღანია: რეალურია, რომ საქართველომ ზაფხულში ოფიციალურად მიიღოს უვიზო მიმოსვლა

„სავსებით რეალურია, რომ საქართველომ ზაფხულში ოფიციალურად მიიღოს ევროკავშირის შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა“, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საუბარი თავიდანვე იყო.
“თავიდანვე იყო საუბარი, რომ ეს ყველაფერი 2016 წელს მოხდებოდა, იმ პროცედურებიდან გამომდინარე, რომელიც თვითონ ევროკავშირს ახასიათებს და საქართველოს ზეგავლენის მოხდენა ნამდვილად არ შეუძლია.
ამ ეტაპზე გრაფიკს ვასრულებთ, მივყვებით და ნამდვილად, დიდი ალბათობით, ევროპელი კოლეგების, ექსპერტების, ოფიციალური პირების შეფასებით, სავსებით რეალურია, რომ საქართველომ სწორედ ამ ზაფხულს მიიღოს ოფიციალურად უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ევროკავშირის შენგენის ზონის ქვეყნებათან”, – განაცხადა ჯალაღანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები