კალიფორნიაში 21 წლამდე ასაკის ადამიანებს სიგარეტს აღარ მიჰყიდიან
კალიფორნიის გუბერნატორმა ჯერი ბრაუნმა 18-დან 21 წლამდე გაზარდა იმ პირთა ასაკი, რომლებსაც სიგარეტის, ასევე საღეჭი რეზინის და ელექტრონული სიგარეტის სითხის ყიდვა შეუძლიათ. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ახალი რეგულაციების მთავარი მიზანია – მავნე ჩვევებისგან ახალგაზრდების დაცვა. აშშ-ის მედიცინის ინსტიტუტის მონაცემებით, მწეველთა 90% თამბაქოს მოხმარებას 19 წლამდე ასაკში იწყებს. გარდა ამისა, ერთ-ერთი კანონის მიხედვით, ელექტრონული სიგარეტის ბაზარზე ტრადიციული თამბაქოს ბაზრის კანონები იმოქმედებს. პირველი შტატი, სადაც სიგარეტის შეძენაზე ასაკობრივი ზღვარი 21 წლამდე გაიზარდა, ჰავაი იყო.