პრემიერ-მინისტრმა მთავრობის წევრებს საზოგადოებისთვის ახალი საწარმოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდების წინადადებით მიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის წევრებს საზოგადოებისთვის ახალი საწარმოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდების წინადადებით მიმართა.
„ჩვენ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ ინტენსიურ მუშაობას და ვფიქრობ, რომ კიდევ არაერთი საწარმო გაიხსნება. მე მოგიწოდებთ მთავრობის წევრებს, მაქსიმალურად ჩაერთოთ ამ კომპანიების თაობაზე ინფორმაციის საზოგადოებამდე მიტანის პროცესში. ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენმა მოქალაქებმა იცოდნენ, რომ თითოეული ასეთი პროექტი არის განსაზღვრული იმისთვის, რომ შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები. ძალიან ხშირად ალბათ საჭიროა, უფრო მეტი ინფორმაციის მიტანა.
მინდა მადლობა ვუთხრა ეკონომიკის მინისტრს, რომ მან საკმაოდ კარგად, ვიზუალურად წარმოადგინა რამდენიმე პროექტი. სამწუხაროდ, მას არ მიეცა საშუალება, მეტი ინფორმაცია მიეწოდებინა. არ ვიცი, ეს ტექნიკური ხარვეზი იყო თუ სხვა რამ, მაგრამ მე მინდა ყველა თქვენგანს მოგიწოდოთ, რომ მაქსიმალურად შევეცადოთ მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას ასეთი პროექტების შესახებ“, – მიმართა პრემიერმა მთავრობის წევრებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები