რუსეთის კოსმოდრომ „ვოსტოჩნიდან“ გაშვებულ თანამგზავრთან კავშირი არ დამყარდა

რუსეთის კოსმოდრომ „ვოსტოჩნიდან“ გაშვებულ თანამგზავრთან – SamSat-218-თან სტაბილური კავშირის დამყარება ვერ მოხერხდა. ამის შესახებ „ბი-ბი-სის“ სამარის აეროკოსმოსური უნივერსიტეტის პრესსამსახურში განუცხადეს, რომელმაც ეს აპარატი გამოუშვა.
სამარის უნივერსიტეტის ინფორმაციით, თანამგზავრთან დაკავშირება იმის გამო ვერ ხერხდება, რომ ის ორბიტაზე გასვლის შემდეგ ძალზე სწრაფად ბრუნავს. ამის გამო მისი ანტენა ინფორმაციას ვერ იჭერს.
SamSat-218 პირველი სტუდენტური ნანოთანამგზავრია. ის კოსმოდრომ „ვოსტოჩნიდან“ მიმდინარე წლის 28 აპრილს გაუშვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები