რუსეთმა სირიიდან ყველა მოიერიშე „სუ-25“-ის გამოყვანის შესახებ განაცხადა
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედროებმა სირიის ხმეიმიმის ბაზიდან 30 საბრძოლო თვითმფრინავი, მათ შორის ყველა მოიერიშე „სუ-25“ გამოიყვანეს. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა.
ბაზიდან ამ თვითმფრინავების გარდა, პერსონალის დიდი ნაწილიც არის გაყვანილი, ვინც ტექნიკის მომსახურებით იყო დაკავებული.
კონაშენკოვის თქმით, ბაზაზე ავიაციის მინიმალური რაოდენობა დარჩა, რაც საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტაზე კონტროლისთვის და „ისლამურ სახელმწიფოზე“ ავიადარტყმების გაგრძელებისთვის საკმარისია.