კულტურის მინისტრი პარლამენტში მისასვლელად მზად არის, თუმცა ამბობს, რომ თემა მის კომპეტენციას სცდება

კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე პარლამენტში თბილისის ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ მიწის ნაკვეთის გასხვისების ფაქტზე სასაუბროდ მზად, არის თუმცა განმარტავს, რომ ტერიტორია, რომელიც გასხვისდა, მერიის მეთვალყურეობის ქვეშ იყო.
მინისტრის თქმითვე, აღნიშნულთან დაკავშირებით არანაირი დოკუმენტი სამინისტროში არ არსებობს.
„არანაირი დოკუმენტი კულტურის სამინისტროში არ არსებობს. ელემენტარული მიზეზის გამო, ის ტერიტორია, რომელიც გასხვისდა, მერიის მეთვალყურეობის ქვეშ იყო და საკითხი არც კულტურის სამინისტროს და არც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს კომენტენცია არ არის. თუ საკომიტეტო მოსმენა დაინიშნება, მე არ მაქვს პრობლემა“, – განაცხადა გიორგაძემ.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმცირესობა ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ 30 ჰექტარი მიწის ნაკვეთის გასხვისების ფაქტზე პარლამენტში გარემოს დაცვისა და კულტურის მინისტრების მისვლას მოითხოვენ.
უმცირესობის ამ მოთხოვნას დღეს გარემოს დაცვის მინისტრიც გამოეხმაურა და განმარტა, რომ აღნიშნული საკითხი არც მისის სამინისტროს კომპეტენციაში არ შედის და გაუგებარია, რატომ უნდა მივიდეს პარლამენტში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები