რუსული მხარე უკრაინისთვის ნადეჟდა სავჩენკოს გადაცემის პირობებს ასახელებს
რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურ სამსახურში აცხადებენ, რომ კიევისთვის უკრაინელი პილოტის, ნადეჟდა სავჩენკოს გადაცემას იმ შემთხვევში დათანხმდებიან, თუკი უკრიანული მხარე სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის აღსრულების პირობას დადებს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
„იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის იუსტიციის სამინისტრო რუსეთის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის აღსრულების გარანტიებს მოგვცემს, ნადეჟდა სავჩენკოს საკითხს სასჯელაღსრულების სამსახური სასამართლოს გადასცემს“, – ნათქვამია რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მანამდე სავჩენკოს ადვოკატებმა განაცხადეს, რომ მათ უკრაინაში ნადეჟდას გადაცემისთვის ყველა აუცილებელი საბუთი შეავსეს. თავად სავჩენკო მორიგი შიმშილობით იმუქრება იმ შემთხვევაში, თუ მისი ექსტრადირების საკითხის განხილვა გაჭიანურდება.