გერმანიაში სამკურნალო მიზნით მარიხუანის გამოყენება დაუშვეს

გერმანიის მთავრობამ მხარი დაუჭირა კანონს, რომელიც ექიმების რეცეპტით მძიმედ დაავადებულებს მარიხუანის მიღების უფლებას აძლევს. ეს წესი მომავალი წლის გაზაფხულიდან ამოქმედდება. ამჟამად გერმანიაში მოქმედი წესის მიხედვით, შიდსით, პარკინსონის სინდრომით ან სკლეროზით დაავადებულ პირებს მარიხუანის მიღება მხოლოდ სპეციალური ნებართვით შეუძლიათ და მისი შეძენის თანხები თავად უნდა დაფარონ. ახალი წესის მიხედვით კი, მარიხუანა აფთიაქებში გაიყიდება, ხოლო მის შესაძენად აუცილებელ თანხებს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა დაფარავს.
კანონი, რომელიც სამედიცინო მიზნისთვის მარიხუანის გამოყენების ნებართვას იძლევა, ევროპის რამდენიმე ქვეყანაში და აშშ-ის ზოგიერთ შტატში მოქმედებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები